ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ამ დროისათვის თავისუფალია. მას euronews.ge -ს საიტზე პირდაპირი ეთერი მიყავდა _ ინტერვიუს წერდა გია კორკოტაშვილთან, როცა მოულოდნელად, პოლიციელებმა  კორკოტაშვილს სიტყვა შეაწყვეტინეს და წაიყვანეს. ზაზა სვანაძეს კი კამერაზე აუფარეს ხელი და ეთერი გაუთიშეს. ამის შემდეგ, სვანაძეს ვეღარ დავუკავშირდით და ბუნებრივია, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ისიც დაკავებული იყო. მას შემდეგ ამაოდ ვეძებდით ჟურნალისტს.

რამდენიმე წუთის წინ, ზაზა სვანაძე თავად შეგვეხმიანა და გვითხრა, რომ ის დაკითხვაზე ჰყავდათ წაყვანილი და დარეკვის საშუალებას აძლევდნენ. 7 საათის განმავლობაში რას ეკითხებოდნენ ჟურნალისტს, ამის შესახებ, უახლოეს პერიოდში, ზაზა თავად მოგვიყვება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი