თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პარლამენტთან აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიას დასუფთავების სამსახური ასუფთავებს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, 15:00 საათზე დაგეგმილი აქცია შესაძლოა, პარლამენტთან აღარ გაიმართოს.

როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინებენ.

პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა აქციის რამდენიმე მონაწილე. მათ ღამე კარვებში გაათენეს, რომელიც პოლიციამ დღეს დილით აიღო.   პოლიციელებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვები თავად აშალეს.

ამასთან, დღეს დილით პარლამენტთან  სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის სამი პირი ამხილა.

აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი