,,პანკისის ხეობა, აქტუალობას არ კარგავს. ქისტი ჩეჩნების თქმით, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და ყველა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენას ელოდება. რომელსაც, საკუთარ სახლში, სრულიად უდანაშაულოს პირდაპირ ხელისუფლებამ ესროლა შუბლში.
გუშინ, დამიკავშირდა ერთ-ერთი ჩეჩენი რომელიც მათივე წრეებში, საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. მის, ნათქვამს უცვლელად გთავაზობთ…” _ აცხადებს თეა შაიშმელაშვილი.
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ილოცოს, მაჩალიკაშვილის გადასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდი რამ მოხდება, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რომ თავიდან არიდებულ იქნეს უბედურება, ყველაფერი ღმერთის ხელშია და ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ… ძალიან გვიყვარს საქართველო, იქ გავიზარდეთ და გვინდა, ჩვენს მეორე სამშობლოში მშვიდობა იყოს და ყველაფერს ვაკეთებთ კიდეც ამისათვის, მაგრამ როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას ეს არ უნდა.

 ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია, რომელიც პუტინის დავალებებს ასრულებს და აპირებს, საქართველოში რუსული ჯარის შემოყვანას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. მათ, კავკასია არ უყვართ. დღეს, საქართველო ბანდიტების და “კანონიერი ქურდების” ხელშია. სანამ, რუსეთის კაცი იქნება ხელისუფლების სათავეში, მანამდე მშვიდობა არ იქნება. ეხლა, ყველა თამაშობს. ქვეყნის სათავეში, ისეთი უნდა მოვიდეს, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და არა თავისი ხალხის სისხლი. მუსულმანები, ისეთი ხალხი ვართ, რომ ჩვენი ბრალით არავის ეზოში არ შევდივართ, და ვინც ჩვენს ეზოში შემოვიდა არ დავტოვებთ, ხომ ხვდები. ჩვენ და ჩვენი ხალხი, ძალიან ვცდილობთ, რომ საქართველოში არ მოხდეს ის, რაც მოხდა ჩეჩნეთში… ვმუშაობთ, რომ ცუდი თავიდან იქნეს არიდებული. თბილისში რაც მოხდა(ნაგულისხმევია, ტერორისტების ჩაცხრილვა ხელისუფლების მხრიდან. თ. შ)
იმასთან, ჩვენი ხალხი საერთოდ არაფერ შუაშია, არიან სხვა ჩეჩნები, ვისაც უნდა იქ, არეულობა მოხდეს. კადიროვის ხალხს, პუტინის დავალებით აწყობს არეულობა, რომ რუსული ჯარების განლაგება მოხდინონ პანკისის ხეობაში. ძალიან, სერიოზულია ეს, საქმე… საქართველოს ხელისუფლებამ, ჭკვიანურად უნდა იმუშაოს, რომ დალაგდეს სიტუაცია, თუ არადა ყველაფერი ღმერთის ხელშია და კარგი არაფერი მოხდება.
კარგად ვიცით, როგორ აგზავნიან სპეცრაზმს დავალებაზე და რამდენი ნარკომანია იქ. სწორედ, წამლის ზემოქმედების ქვეშ ესროლეს 19 წლის ბავშვს. მას, რომ რამე დაემართოს, ტყუილად ამ ამბავს ჩვენ, ასე არ დავტოვებთ. ჯერ, ვუყურებთ, რას იზავს საქართველოს ხელისუფლება, ტყუილ უბრალოდ არავის არაფერი შერჩება. ღმერთის ხელშია ყველაფერი. შენ, გამოიძიე ყველაფერი და ნახავ, რომ არაფერ შუაში იყო თემირლანი. ჩვენშიც გამოჩნდებიან ხოლმე, მონაწილეები და ბოზები. ვმუშაობთ, მათ დასადგენადაც. არავის ეგონოს და შეეშალოს რამე, კავკასია დიდია”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი