ნინი ბადურაშვილი და ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ფილმში “ხიდი” მონაწილეობენ, რომელსაც ქართული და თურქული მხარე ერთობლივად იღებს.

ფილმი საბჭოთა ტერორზე გვიამბობს, სცენარი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და თურქი ბიზნესმენის (მურატ ილდირიმის) გარშემო ვითარდება, რომელიც ერთ დღეს მისი მამის დღიურს აღმოაჩენს. დღიურში დამალული საიდუმლოებები მას საქართველოში ჩამოიყვანს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
მურატის გმირს ქართველი გოგო (ნინი ბადურაშვილი) უყვარდება.

თავად ნინი კი ფილმშიც მომღერლის როლს ასრულებს, რომელიც თურქეთში ჩადის და ერთ-ერთ კონცერტზე მთავარ გმირს გაიცნობს.

ისტორიულ დრამაში ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე,ზურაბ ცინცქილაძე, დავით დვალიშვილი, ლალი ბადურაშვილი და ცნობილი თურქი მსახიობი მურად ილდირიმი ითამაშებენ.
“ხიდი”-ს გადაღება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ფილმისთვის მუსიკა დათო ევგენიძემ შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი