“კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში” შესული ცვლილებების შესაბამისად, კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, სესხის გაცემის პროცედურა მკაცრდება. აღნიშნულის მიხედვით, კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, წინამდებარე პეტიციაზე ხელმოწერით, გამოვხატავთ მხარდაჭერას და სრულად ვიზიარებთ ,რომ ეს რეგულაცია აზიანებს :
  1. სახელმწიფოს .ეკონომიკას . რეგულაცია არ შეესაბამება მისი მიღების მიზანს და არს , ვინაიდან რეგულაცია  ქმნის არა ჭარბვალიანობის პრევენციას, არამედ ჭარბვალიანობის მხოლოდ სტატისტიკურ კლებას , რაც გულისხმობს მხოლოდ საბანკო სექტორში დაკრედიტებული პირების რაოდენობის შემცირებას . ვინაიდან ეს არ ემსახურება  მოთხოვნის შემცირებას ,მოთხოვნა გადაინაცვლეს “ხელზე გამსესხებელთა ” ნაწილში . შესაბამისად, გაიზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ჭარბვალიანობის რეალობაში. ეს სეგმენტი კი საერთოდ არ რეგულირდება . ხოლო კოლექტორული(ამომღები)კომპანიების მუშაობის სტილის გათვალისწინებით, ეს პირდაპირ და უშუალოდ დააზიანებს მოსახლეობის ფინანსურ, მორალურ და შესაძლოა, ფიზიკურ მდგომარეობასაც. შესაძლოა კრიმინალური შემთხვევების მატების საფუძველიც კი გახდეს. ფაქტობრივად არსებული რეგულაცია არა თუ არ უწყობს ხელს ჭარბვალიანობის შემცირებას არამედ უფრო საშიშს ხდის მას .
  2. ბიზნეს სექტორს . მრავალი კომპანია(რითეილერები ,მაღაზიები ,სავაჭრო ცენტრები, მომსახურების სექტორი) პირდაპირ და უშუალოდ ხდებიან რისკისა და ფინანსური ზარალის ზღვარზე.  იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ტიპის კომპანიები პროდუქციას ,მომსახურებას , სთავაზობენ საბანკო დაკრედიტების საშუალებით. ახალი რეგულაციები მნიშვნელოვნად შეამცირებს დაკრედიტებული პირების ოდენობას რაც შესაბამისად აისახება კომპანიების ფინანსურ მდგრადობაზე.
  3. შრომით ბაზარს და  დასაქმებულ პირებს .კომპანიების ფინანსური მდგომარეობის ცვლილება ასახვას ჰპოვებს კომპანიაში დასაქმებულ პირებზე , ვინადაინ კომპანია იძულებული იქნება შეამციროს კადრები .შესაბამისად მოიმატებს უმუშევარი მოსახლეობის რაოდენობა.
  4. თვითდასაქმებულ პირებს. მათთვის მიუწვდომელი ხდება საბანკო პროდუქტებით სარგებლობა
  5. დააზიანებს სოფლის მეურნეობის და ფერმერების განვითარების შესაძლებლობას .
  6. საქართველოს მოქალაქის კონსტუტუციით გარანტირებულ უფლებებს .
 პეტიციაზე ხელმომწერები, ვთანხმდებით, რომ საქართველოში არსებული სოციალური ფონის,  ჭარბვალიანობის ისედაც ფატალური შედეგების ,დასაქმებულ პირთა კატასტროფულად მცირე რაოდენობის, შრომის ბაზარზე არსებული მინიმალური ანაზღაურებისა და სხვა დასახელებული მიმართულებით არსებული რიგი გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა გადაიხედოს აღნიშნული რეგულაციის ფორმა და შესაბამისობაში მოვიდეს მისი მიღების რეალურ მიზანთან .

წყარო: manifest.ge

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი