“ქართველთა მარში” წევრების მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილი მუქარისშემცველი კომენტარებისა და სტატუსების გამო, საზოგადოებაში “ქართული მარშის” კონტრაქციების გამართვა ანონსდება. ერთი აქციის ორგანიზატორი, რომელიც 19 ივლისს გაიმართება, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელია. მეორე აქციას “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, ხოლო მესამე აქციას ქალთა მოძრაობა “საფარი” გამართავენ.

“მოგეხსენებათ, თუ როგორ არის ჩვენი ქალაქი დაბინძურებული ათასი პარაზიტით. გასული კვირის მოვლენები გვიჩვენებს, რომ არაფერი გვეშველება, სანამ ჩვენვე არ ავიღებთ ხელში ინიციატივას!
შემოგვიერთდით და თან იქონიეთ წყლის ბოთლები, სარეცხი საპონი და სურვილის შემთხვევაში – აქანდაზი.
ვიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროსთან.
კითხვების შემთხვევაში, დაპოსტეთ, ან მოგვწერეთ პირადში”, – წერია ამ აქციის აღწერაში Facebook-ზე.

მარჯანიშვილის მოედანზე მეორე აქციას ქალთა ორგანიზაცია “საფარი” გამართავსსახელწოდებით “ქალთა სოლიდარობის მარში”. აქციის ლოზუნგებია: ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი! ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას!

“დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს. გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწვეტია”, – წერია Facebook-ზე გაკეთებულ ღონისძიების ანონსში.

რაც შეეხება მესამე აქციას, მას “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აანონსებს, რომელიც ასევე მარჯანიშვილზე, 23 ივლისს არის დაგეგმილი.

“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან მართული პროპაგანდა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს და თავს გვახვევს ქართველობის (როგორც ისინი ლაპარაკობენ) ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელ ვერსიას, რომ თითქოს ქართველობა არის მუქარა და ძალადობა. აზრის გამოხატვის უფლება უნდა გვქონდეს და ეს არის აუცილებელი პრინციპი, მაგრამ გუშინდელ განცხადებებს აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ის იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელიც მკაცრად უნდა იყოს გამოძიებული განსხვავებით იმ დანაშუალებისაგან, რომელიც გამოძიებას ბოლომდე არ მიჰყავს ხოლმე”, – განაცხადა ხოშტარიამ ბრიფინგზე.

“ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის პრინციპულია, რომ საზოგადოებამ დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენ არ ვიღებთ “ქართველობის” ამ ხელოვნურად თავს მოხვეულ ვერსიას და ჩვენი სახელით არავის აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, საქართველოს სახელი დაუკავშიროს ჩაგვრას და ყველა იმ უბედურებას, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. ჩვენ გვაქვს და ვაგრძელებთ კონსულტაციას ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან და კვირას, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე ვაანონსებთ აქციას, სადაც მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

17 მაისს, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო. დოლიძის გამოკითხვა გამომძიებლებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

გვიან ღამით, მომღერალი სალომე კორკოტაშვილი Facebook-ზე “ქართული მარშის” ორგანიზატორების ირგვლივ ატეხილ აურზაურს გამოეხმაურა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი