მეგობრებო, სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება 2 თვის ერეკლე დანელიასთვის!

ერეკლე ჯერ მხოლოდ 2 თვისაა და უკვე 5 ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. აქვს უიშვიათესი დაავადება “მოკლე ნაწლავის სინდრომი”. დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, 2 თვეა მშობლებიც გვერდიდან არ სცილდებიან, მათი სახლი ახლა კლინიკის კედლებია.

ეს დიაგნოზი გულისხმობს იმას, რომ ვერ ხდება მიღებული საკვების ათვისება, ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებს, ბავშვი ვერ იზრდება, ვერ მატულობს, რაც ქმნის სიცოცხლისთის საშიშ მდგომარეობას. ასეთი ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა.

მუდმივად იმყოფება ვენურ კვებაზე, რაც იწვევს ღვიძლის დატვირთვას და ეს მის მდგომარეობას კიდევ ართულებს.

სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ ნაწლავის დაგრძელების და შეწოვის უნარის გასაუმჯობესებელი ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

კერძოდ, საჭიროა 40 000 $, თუმცა თანხის ნახევარი უკვე შეგროვდა და საჭიროა მხოლოდ 20 000 $ ის მობილიზება იმისთვის, რომ პატარა ერეკლე გადარჩეს.

არ დავიზაროთ ერეკლესთვის თუნდაც მხოლოდ 1 ლარის ჩარიცხვა!

დანიშნულებაში ვუთითებთ ერეკლეს.

www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD💳).
ჩარიცხვა აპარატიდან:

თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ “სხვადასხვა”-> “ქველმოქმედება” -> “დედების ფონდი”
სხვა დანარჩენი აპარატებიდან:
საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ).
საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
🔘საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
🔘თიბისი ბანკი:
GE17TB7174136080100007
🔘ხალიკ ბანკი:
GE08HB0000000000473608
🔘ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
🔘ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი📱0901700483

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი