,,ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკით თვითონვე შექმნა წინასარევოლუციო ვითარება,” – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით 14 ოპოზიციური პარტია საუბრობს. ლიდერთა საბჭოს შეხვედრა “დემოკრატიული მოძრობის” ოფისში მიმდინარეობს
“ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკით თვითონვე შექმნა წინასარევოლუციო ვითარება. არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ ეს სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება მისივე მოქმედებების გამო,” აცხადებს ნათელაშვილი.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის თქმით, არა ერთმა მერობის თუ მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, თუმცა, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, რაც ბურჯანაძეს ეჭვს უჩენს.
„ჩვენი ამოცანა, ლიდერთა საბჭოს შეკრების არის ის, რომ ჩვენ ყველანაირად ხელი შევუშალოთ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ აბსოლუტურად, შეგნებულად მიდის პროცესი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველგან პირველ ტურში გაიმარჯვოს, ხოლო მეორე ადგილზე გაიყვანონ ხელოვნურად ბოკერიას პარტია, რაც წარმოუდგენელ გაყალბებებთან უნდა იყოს ალბათ, დაკავშირებული,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო:

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი