პოლიტიკა

,,ამას ჰქვია მართვა ოლიგარქისეულად, რომელიც თუ არ დასრულდა, სახელმწიფის ჩაა-ქვესკნელებს”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ სრულიად მეოცნებეობა, თავის ჯიბის ტიპებიანად, მძიმე აღშფოთებას გამოთქვავს მასზედ, შალვა ნათელაშვილი ადრე რომ აგინებდა გიგი უგულავას. ამბობენ,  ახლა გვერდით რატომ დაუდგაო?!
ჩვენც ისე გავიკვირეთ, თითქოს აქამდე ჩვენი მისამართით სულ თაფლი სდიოდათ, მაგრამ იმხელა პიარ- მანქანაა აგორებული, შეიძლება ვიღაც გულუბრყვილო კი დააფიქრონ, ნეტავ,  რა ხდებაო? ფარსაგი ერთ წამსაა.
უამრავჯერ დავწერე, რომ უგულავას, სააკაშვილს და იმ ხელისუფლებას მაშინ ვებრძოდით, როცა ივანიშვილის თამადობით, ეგენი მიშას უნიავებდნენ და ზოგიც შიშისგან ჩირგვებში იჯდა, ამიტომ ამაზე აღარ ჩა- ვაგრძელებ და ბოლო ქოცმესიჯზე ჩა- ვკონკრეტდები, მათმა მთავარმა იდეოლოგმა რომ გამოაცხო სპეციალურად შალვა ნათელაშვილისთვის.
მოკლედ, უგულავა რომ დაიჭირეს ამ ,,სამართლის აღმდგენელებმა” და მხოლოდ უფლებამოსილებაზე მიუსაჯეს და მერე, ვადამდე გაათავისუფლეს, ხო გახსოვთ? მერე, გიგი რომ გამოვიდა და მიშას სულ ჯართი ეძახა, ეგეც, ხო? (დღემდე ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, თორემ ვიღაცეებმა ალბათ იციან). ხოდა, მაშინ ყველამ ვიფიქრეთ, რომ.უგულავა- ბოკერიას ,,სასტავი” გაქოცდა და ახლო წარსულამდე იყო ერთი წივილ-კივილი, გადაძახილ- გადმოძახილი და ,,ევროქოცების” ძახილი.
როგორც ჩანს, მასე არა მხოლოდ ჩვენ, ბიძინასაც ეგონა და იყო მშვიდად და ბედნიერად, მაგრამ გავრილოვის შემდეგ ეს სიმშვიდე დაერღვა. ევროქოცებად წოდებულები არა მხოლოდ შეუერთნენ შალვა ნათელაშვილის მოწოდებისთანავე საარჩევნო ცვლილებებისთვის შექმნილ დროებით ერთობას, უგულავა რადიკალური ოპონენტიც კი გახდა ქოცნების. სავარაუდოდ, ეს ოლიგარქმა უმადურობად ჩათვალა, ამას კი გრიგოლიჩი საკუთარ ძმას არ პატიობს და ,,ყოველი შემთხვევისთვის” შემონახული ის ტყვია დააძრო, 48 მლნ რომ ჰქვია. გაფლანგვის მუხლი ოლიგარქს სწორედ ამ დღისთვის ჰქონდა კედელზე ჩამოკიდებული და უგულავას სასიკეთო რომ ვერ შეატყო, როგორც გამოუშვა, ისე შეაბრუნა.
საქმის მორალი: მაშინ რომ მიესაჯათ 48 მლნ-ის გაფლანგისთვის, თბილისის ყოფილი მერისთვის, პირველად რომ დაიჭირეს, სამი კი არა, თუნდაც ათი წელი, ვინ ოხერი იყო ხმის ამომღები, მაგრამ რაღაცას რომ ვირეშმაკობ ანაკონდასეულად, ვაჭრობ და შანტაჟით ცდილობ მმართველობის შენარჩუნებას და მაშინ უსჯის შენი პირადი ადვოკატის სასამართლო, როცა მოგეპრიანება, ე, მაშინ გადადის ს.ს. დანაშაული პოლიტიკურში და თუ ამ თავგასულობას არ გააპროტესტებ ოპოზიციონერი, ამ ჯოხის ბოლო შენც მოგიტრიალდება. და ის, რომ წინა უკანონოდ იჭერდა, დევნიდა, ეს ჩვენ არ გვესწავლება და არ ამართლებს მოქმედს.
ამას ჰქვია მართვა ოლიგარქისეულად, რომელიც თუ არ დასრულდა, სახელმწიფის ჩაა-ქვესკნელებს.
ვერაფერი გაიგეთ?! ვერც მე! რთული გასაგებია ზრახვანი და გზები ანაკონდასი. 

Related Articles

Back to top button
Close