საქსტატის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სამომხმარებლო ფასების კლება დაფიქსირდა. დეფლაციის მაჩვენებელმა 0.4% შეადგინა.

მაისთან შედარებით, ივნისში ფასები შემცირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. ბოსტნეული და ბაღჩეული 9 პროცენტით გაიაფდა; რძე, ყველი და კვერცხი 2.1%-ით; ზეთი და ცხიმი 1.1%-ით; ხილი და ყურძენი 0.9%-ით. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში კი ფასები 2.5 პროცენტით გაიზარდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი