,,ვეკითხები ხელისუფლებას, ესაა ჩვენი სანაქებო ჯანმთელობის პროგრამა?

,,ძალიან დიდი ბოდიში, რომ გაწუხებთ. მაქვს 3 სტადიის სიმსივნე, დავყიდე ყველაფერი, მეხმარებიან მეგობრები და ახლობლები. ახლა ქიმია მაქვს გასაკეთებელი და სახელმწიფო აღარ მაფინანსებს. თქვენ თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ მცირედითაც. ბოდიში, რომ შეგაწუხეთ”.

და ასეთი თხოვნა მომდის ყოველ დღე.

უკანონოდ წართმეული ქონება მაინც დაგვიბრუნეთ, რომ გავყიდოთ და ამ გაჭირებულ ხალხს დავეხმაროთ რეპრესირებული ხალხი. უკვე ნერვები აღარ გვყოფნის, ადამიანი გთხოვს დახმარებას და ვერაფერს შვრები!” _ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი, ემზარ კვიციანი.

მის პოსტს ასეთი კომენტარები აქვს:

,,ჯანდაცვის პროგრამა ხალხისთვის კი არ არის, არის ისევ მათი მაფიოზებისთვის. მომაკვდავი კაცი მიყავთ, ჩართავენ აპარატზე მანამ, სანამ არ ამოეწურება დაზღვევა. ჰყავთ მკვდარი მიერთებული, თან დიდი რაოდენობის წამლებს გთხოვენ, ძვირადღირებულს და მერე როგორც კი ამოიწურება დაზღვევის თანხა, ეგრევე გადმოგიგდევენ მკვდარს”.

,, საწყალი ჩემი სიძე ისე ჩაუშვეს მიწაში, დიაგნოზი ვერ დაუდგინეს და ყველა საავადმყოფომ 5000 ლარზე ნაკლები არ წაიღო. მიეწიონ მას მისი ექიმები. ინგოროყვაში 5000 ლარი წაიღეს 3 დღეში და დიაგნოზი არ ქონდა კაცს ისე გარდაიცვალა 6 თვეში. ამიტომ, ექიმთან მისვლას პირდაპირ სასაფლაოზე მისვლა სჯობია, ტყუილი ხარჯები მაინც ასცდება ოჯახს”.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი