5 მაისს, ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ოფისში შედგა შეხვედრა უკრაინის სოციალური სამართლიანობის პარტიის ლიდერთან ქ.ნ ალა შლაპაკთან.

. ქ.ნმა ალამ საქართველოში ვიზიტის დროს სურვილი გამოთქვა შეხვედროდა პარტია “თეთრების” ლიდერს ბ.ნ თეიმურაზ შაშიაშვილს.

შეხვედრა “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ოფისში შედგა.ქ.ნი ალა გახლავთ კიევის საბჭოს ოთხგზის დეპუტატი. იგი არის ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი. კითხულობს ლექციებს კიევის ეკონომიკის ინსტიტუტში. მან დაამუშავა წიგნი ეკონომიურ საკითხებზე, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოში გეგმავს.

შეხვედრაზე საინტერესო საუბარი შედგა პარტიის ლიდერებს შორის საქართველოსა და უკრაინის კულტურულ-ეკონომიურ ურთიერთობების განვითარების შესახებ.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”პროექტის წარმომადგენელი მეცნიერები ბ.ნები რამაზ გახოკიძე, ზურაბ ფარესაშვილი, ლუარა ნიჟარაძე, რომლებმაც საინტერესო მოსაზრებები შესთავაზეს უკრაინის პარტიის ლიდერს.

ქ.ნმა ალამ ღრმა ანალიზი გააკეთა უკრაინის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე , ხაზი გაუსვა უკრაინისა და საქართველოს ემიგრანტების დაბრუნების აუცილებლობას და სხვ. უამრავ საინტერესო საკითხს. შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა ბ.ნმა თეიმურაზ შაშიაშვილმა, რომელმაც შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა. მან აღნიშნა ქართველი და უკრაინელი ერის ხანგრძლივი ისტორიული მეგობრობა და გამოთქვა სურვილი შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ურთიერთობების გაგრძელების.

ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” პრეს-სამსახური

კომენტარები
Загрузка...