უფლებადამცველი გიორგი თევზაძის განცხადება:

_ 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი სეპარატისტებმა მოკლეს.

აუცილებელია, რომ მოხდეს ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა, გადაუდებელი რეაგირება. სასწრაფოდ უნდა  დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს ოკუპანტებმა ახალგორში საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი, და იოსებ პავლიაშვილი. ვის მიერ იქნა მოკლული არჩილ ტატუნაშვილი? დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე, ამასთანავე, მივმართავ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და საერთაშორისო ავტორიტეტულ ინსტიტუტებს, გამოიყენონ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი და მექანიზმი, რათა განახორციელონ შესაბამისი რეაგირება.

ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ქართველების მიმართ რუსეთისა და საუკუპაციო, მარიონეტული რეჟიმის მიერ ქართველების მიმართ ეთნოწმენდის გაგრძელებას. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ყველა საერთაშორისო ბერკეტი და მექანიზმი, რათა ახალგორში უკანონოდ დაკავებული და ფაქტიურად ტყვეობაში მყოფი ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. ხოლო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დადგენილი და დასჯილი იქნენ.

ბოლოს და ბოლოს, სამართლებრივი შეფასება ხომ უნდა მიეცეს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ რუსეთის ოკუპირებულ ცხინვალის მარიონეტული ჟიმის მიერ წლეების მანძილზე განხორციელებულ დანაშაულებრივ და უკანონო ქმედებებს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ?!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი