პირდაპირი ეთერი ღამით, ბორჯომის პარკიდან, ჩვენმა კორესპონდენტმა მოამზადა. ადგილობრივების თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი გეგმავს ბორჯომის პარკში მოქალაქეების შესვლის საფასურის გაზრდას. ამჟამად, ბორჯომის პარკში შესვლა ერთი მოქალაქისთვის 2 ლარი ღირს, სეზონის დაწყების შემდეგ კი, როგორც ამბობენ, 5 ლარამდე გაიზრდება. გაძვირებულია პარკში ატრაქციონების ფასებიც. ტუალეტის საფასური კი 1 ლარია. გოგირდის აუზში ერთი ადამიანის ბანაობა _ 5 ლარი ღირს და ა.შ.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ ბორჯომის პარკის გაძვირება შეამცირებს იმ დამსვენებლების ნაკადს, რომლებიც ძვირადღირებულ სასტუმროებში ვერ ისვენებენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე ცუდად აისახება. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებას გათვლა მხოლოდ მდიდარ ტურისტებზე აქვს. უნდა, მათგან ფულის ამოღება, მაგრამ იმას აღარ ფიქრობს, რომ ბორჯომი სამკურნალო ადგილია და აქ დასვენება, ბორჯომის წყლით მკურნალობა, ყველას უნდა შეეძლოს, მდიდარსაც და ნაკლებად მდიდარსაც. ,,ბორჯომი არავისთვის არ უნდა ჩაიკეტოს და ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს პარკით, რომელიც ხალხის საკუთრებააო” _ აცხადებენ ბორჯომელები.

ჩვენც ვუერთდებით ამ პათოსს და მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, არ დაუშვას ბორჯომის პარკში შესვლის საფასურის გაზრდა და საკითხზე მოქალაქეობრივად იმსჯელოს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი