გიორგი სალაყაია, ,,ბადაგონი”-ს მფლობელი სოციალურ ქსელში წერს:

_ მეგობრებო, დღეს არის განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი დღე როგორც ჩემს პირად ცხოვრებაში, ასევე “ბადაგონის” ისტორიაში. დღეს ბადაგონი ზეიმობს გამარჯვებას! ამ გამარჯვებას კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ზეიმობს ათიათასობით ბადაგონის მხარდამჭერი და მომხმარებელი. სოციალური ქსელების მეშვეობით “ბადაგონი” იღებს გულითად მილოცვებს და მხარდაჭერის გამომხატველ განცხადებებს. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, რომელსაც ვგრძნობდით მე და მთელი კომპანია ამ განსაცდელის დროს! ამასთან ერთად, არ შეიძლება არ აღვნიშნო და არ გადავუხადო მადლობა პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს Giorgi Kvirikashvili ჩვენი კომპანიის მხარდაჭერისთვის და ასევე ფინანსური პოლიციის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და პროკურატურის საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ყველა იმ მუშაკს, რომელმაც გამოიჩინა პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და ოპერატიულობა “ბადაგონის” საქმის გამოძიების პროცესში.
გპირდებით ბადაგონის ყველა კეთულმოსურნეს, რომ ბადაგონი კვლავ გაგახარებთ თავისი წარმატებებით და თქვენ კიდევ ბევრჯერ იამაყებთ იმ ჭეშმარიტად ქართული საქმით, რომელსაც “ბადაგონი” ჰქვია!!!

,,ბადაგონი”-ს ადვოკატი, ირაკლი ყანდაშვილი კი წერს:

სამართლიანობამ იზეიმა!!!

ვისურვებდი, რომ სამართალი ყოველთვის მოგვეძიებინოს ჩვენს საყვარელ ქვეყანაში!

ვულოცავ სრულიად “ბადაგონის” გუნდს, ყველა მის კეთილისმსურველს და მიხარია რომ საქმე ობიექტურად და კვალიფიციურად იქნა გამოძიებული!”

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი