სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი:

_ დრო არ ითმენს!
ასეთი რთული გამოწვევების წინაშე ჩვენი ქვეყანა და ქართველი ერი იშიათად ყოფილა: მცოცავი ოკუპაცია, დარღვეული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რეალური მხარდაჭერის ნაცვლად უსასრულო დაპირებები, უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, საზოგადოების დაქსაქსულობა და ხიდჩატეხილობა, დარჩენილი ეროვნული სიმდიდრის – მიწების უცხოელთათვის მიყიდვა, ქართული სოფლების დაცარიელება, დემოგრაფიული კრიზისი, ბიზნესის საბაბით უცხოელთა მოძალება, მილიონზე მეტი თანამემამულის უცხოეთში გადინება, ეროვნული-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის არარსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს მომავალს, ვფიქრობ და მეშინია, თუ ასე გაგრძელდა ცუდი, ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება. გამოსავალი: თითოელი ქართველისაგან პრობლემის გააზრებაა, ჩვენი ერთობა და კონსოლიდაციაა ამ იდეის გარშემო, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნულ სახელმწიფოებრივი ცნობიერების სწორად გააზრება თითოეული მოქალაქისაგან, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების ჩართვა ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცესა და აზროვნებაში რეალური ქმედება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და სიღარიბის დასაძლევად, უარი ნეპოტიზმს და ფართო გასაქანი ახალგაზრდობას, ნიჭიერებას, კომპეტენტურობას, უარი მრავალ პარტიაგამოვლილ, ქვეყნის “გადარჩენის იდეებით” შეფუთულ ადამიანებს, რომელთაც დაღალეს საზოგადოება.

 ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს პოპულისტები და შარლატანები ვერ ააშენებენ. მას სჭირდება გულანთებული, მცოდნე პატრიოტები. სხვა გზა არ არსებობს, თავს ნუ მოვიტყუებთ და ნურც სხვას მოვატყუებთ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი