რა ღირს ჯანმრთელობა ჩვენთან?! რა ღირს მედიკამენტები ჩვენთან?!

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თითოეულ ჩვენგანს იმდენჯერ უწევს, რამდენჯერაც ჩვენი მწირი დანაზოგი თუ ხელფასი ექიმის ან კონკრეტული ბიზნესმენის ჯიბეში ილექება.

რატომ „ავერსი“?! თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ ისეთი მედიკამენტი, რომელიც მხოლოდ თქვენთან შეიძლება გაიყიდოს და ამაში არცთუ მიზერული თანხა შეიძლება გადამახდევინოთ. ძალიან ძვირი… იმაზე ძვირი, ვიდრე მოკვდავებს წარმოგვიდგენია…

ოღონდ ჩვენ, ბატონებო, მართლა არ გვგონია, რომ 10-ლარიანი მედიკამენტი ძვირია.

ასე ჰგონია კანონმდებელს და ბიზნესმენს, კახა ოქრიაშვილს, მაგრამ  არ ვიცი, რა ჰგონია „ავერსის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენსა და ექიმს პაატა კურტანიძეს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ და მედიკამენტების მომხმარებელმა, არ შემიძლია ოვაციით დავუკრა ტაში თქვენს ფულის საჭრელ ქარხანას, რომელსაც „ავერსს“ ეძახით.

თქვენი სააფთიაქო ქსელის თუ კლინიკის ფსევდოფასდაკლება, რომელსაც ხან ე.წ. გათამაშებებით აპიარეთ, ხანაც დაგროვილი ქულებით, რეალურად არაფერია, უფრო მეტიც კი, დამაკნინებელია რიგითი მომხმარებლებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებთანაც ჯანმრთელობა მწყრალად არის.

მე, ჩემი ქვეყანა და ხელისუფლება ვერ ვართ ჰარმონიაში…

ჩემნაირები და ჩემი ქვეყნის 80% ვერ არიან თქვენნაირებთან ჰარმონიაში.

ბატონო პაატა, თქვენი ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ გამახსენდა: როგორ გაიარეთ ეკლიანი გზა „ავერსამდე“, როგორ ზოგავდით უნივერსიტეტის გზამდე მისასვლელ 5 თეთრს… ჰოდა, მინდოდა მეთქვა, ეჭვი მაქვს, რჩევად მიიღოთ, რთულად გასავლელ გზაზე, „ვარდები დაუყარეთ“ მოკვდავებს…

ისედაც ნაცრისფერი, წელშიგაუმართავი ეკონომიკური ბექგრაუნდის ფონზე დაგვიტოვეთ შესაძლებლობა, ბატონო პაატა, „ქინაქინა“ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფასად ვიყიდოთ…

P.S. ჩვენ არ გვინდა თქვენნაირების გამო დავრჩეთ ცხოვრებაში არსებულ თამაშგარეთ…

იმ თამაშის გარეთ, რომელსაც თქვენ და ბევრი თქვენნაირი ნების „უფალნი“ და „ხელისუფალნი“ ჰქმნით ჩვენთვის.

მე რომ „თქვენi ვიყო“, მილიონიანი ბიუჯეტიდან სხვებს ეკლიან და ცრემლიან გზაზე აუცილებლად დავუყრიდი ვარდებს…

აუცილებლად შევუმსუბუქებდი ტკივილს, რომელსაც ბევრი ჩემნაირი ატარებს.

დრო გავა, ბევრი არაფერი შეიცვლება, თქვენ სხვებთან ერთად ისევ დააგემოვნებთ ხიზილალას… ჩვენ?!

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი