ნიუ ჰოსპიტალსში, სასწრაფო დახმარების მიყვანილ, თავგატეხილ პაციენტს ყურადღება არ მიაქციეს

გუშინ ღამით გამოქვეყნებული ვიდეო მარი გულორდავას პირადი ფბ-გვერდიდან მალევე გაქრა, თუმცა ჩვენი რედაქციის ჟურნალისტებმა მოვასწარით აღნიშნული მასალიდან ფოტოების შენახვა, რომელ ფოტოებსაც მარი გულორდავასთან შეთანხმებულად ვაქვეყნებთ. ,,ვიდეო მე გამოვაქვეყნე და მალევე ავიღე მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემი მეგობარი ასეთ მდგომარეობაში მთელ სოციალურ ქსელს ენახა” _ დაამატა ჟურნალისტმა ერთი-ერთი კომენტარის გრაფაში. ,,დილით კი, როცა ჯერ კიდევ მხოლოდ გადასხმა ჰქონდათ გაკეთებული, დაგვიძახეს და გვითხრეს, თქვენ უკვე ცოტა არ გაქვთ გადასახდელი და რას იზამთ, გამოკვლევებს ჩაიტარებთ თუ მაგდენის გადახდას ვერ შეძლებთო? მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი წვეთოვანის დადგმა და გასუფთავება ადამიანის 600 ლარი დაგვიჯდა”_ დანაცხადა გულორდავამ.
euronews.ge შეეცდება მიჰყვეს ამ ისტორიას და გაარკვიოს, რა ხდება ქვეყნის პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებად ცნობილ კლინიკაში – ნიუ-ჰოსპიტალსში. მანამ, სანამ მოპასუხე მხარე გამოგვეხმაურება, გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ფოტომასალას.
.
.