საზოგადოება

,,მან გვასწავლა, რომ ადვოკატი არ არის მკვდარზე ვენოკი”

ვინ იყო ქართლოს ღარიბაშვილი...

დღეს, 25 აპრილს, ქართლოს ღარიბაშვილის დაბადების დღეა. 68 წლის გახდებოდა. 2014 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვლა იმ სამყაროში. დღეს მის საფლავზე ვიყავით მე, ზურაბ და ბაქარ როსტიაშვილები, თეთრიწყაროს სოფელ ჯორჯიაშვილში.
ჩემთვისა და ზურა როსტიაშვილისათვის ვინ იყო ქართლოსი, ამას არ ვწერ, მხოლოდ იმის შეხსენება მინდა ადვოკატებისათვის, ვინ იყო ქართლოს ღარიბაშვილი და ამიტომ კიდევ ერთხელ გავიხსენებ ჩემს წერილს, რომელიც ქართლოსის გარდაცვალებისას დავწერე:
* * *
,, დღევანდელი ქართული ადვოკატურა ვალშია ქართლოს ღარიბაშვილთან.
1987 წელს მოვიდა ქართლოს ღარიბაშვილი ადვოკატურაში და ადვოკატებს გვასწავლა ადვოკატის ფასი. გვასწავლა, რომ ადვოკატი არ არის ,,მკვდარზე ვენოკი”, გვასწავლა, რომ ადვოკატი უნდა იყოს წესიერი და არ უნდა შევიდეს გარიგებაში მოსამართლე-პროკურორებთან, გვასწავლა, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ კლიენტისათვის, გვასწავლა ხმის ამოღება, შეუპოვრობა, და სიმამაცე, მოგვცა რწმენა იმისა, რომ ადვოკატი სამართალწარმოების მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა.
მან შექმნა ადვოკატთა პირველი დამოუკიდებელი გაერთიანება ,,დამოუკიდებელ ადვოკატთა კორპორაცია”, რომელიც რამდენიმე ასეულ ადვოკატს ითვლიდა. მისი ოცნება იყო, საქართველო გამხდარიყო ადვოკატების ქვეყანა.

თავის საარჩევნო პლაკატებზე ქართლოს ღარიბაშვილს ეწერა: ,,მე არ მამძიმებს ჩემი წარსული”. მას მართლაც არ ამძიმებდა თავისი სუფთა წარსული და იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან პარლამენტართაგანი, რომელმაც ,,რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა” საქართველოს პარლამენტიდან და ჯიბეები არ გაუსქელებია. ამიტომაც იყო, ,,სკანდალურისა” და ,,კონფლიქტურის” გარდა, სხვა ეპითეტი ვერ მოარგეს.

აღარ მინდა მეტი დავწერო. გული მტკივა.
სიუსაკუ ენდო წერდა:: ყოველი ადამიანი, რომელსაც შეხვედრიხარ, რომელთანაც რაიმე შეხება გქონია, ღრმა და წარუშლელ კვალს ტოვებს შენს სულში”.
მე (და არა მარტო მე) ქართლოსისაგან ვისწავლე, რა დიდი პატივია იყო ადვოკატი და როგორ უნდა გაუფრთხილდე ადვოკატის სახელს.
2014 წლის 4 ნოემბერს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ქართლოსს..
მადლობა მას იმისათვის, რომ ჩვენთან იყო, ვუყვარდით და გვიყვარდა!”
ციცინო ცხვედიანი, ცნობილი ადვოკატი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close