პარლამენტი

  • სამართალი და კრიმინალიPhoto of რა საკითხებზე იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა პარლამენტში

    რა საკითხებზე იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა პარლამენტში

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც შემდეგ საკითხებთან…

    მეტი
  • პოლიტიკაPhoto of ,,ეს ის ოპოზიციაა, ვინც გადაარჩინა ივანიშვილის პარლამენტი”

    ,,ეს ის ოპოზიციაა, ვინც გადაარჩინა ივანიშვილის პარლამენტი”

    რუსი ოლიგარქებიდან ერთადერთი ივანიშვილია სანქცირების გარეშე და ვმუშაობთ, რომ მოხდეს მასზე სანქციების დაწესება; რუსეთს საქართველოში ომი არ სჭირდება. აქ უკვე…

    მეტი
  • პოლიტიკაPhoto of პაპუაშვილი ოპოზიციას: მე უკრაინის ელჩს შევხვდი და არც კი გიკითხავთ, რაზე გვქონდა საუბარი

    პაპუაშვილი ოპოზიციას: მე უკრაინის ელჩს შევხვდი და არც კი გიკითხავთ, რაზე გვქონდა საუბარი

      „ჩვენი სოლიდარობა საკამათო არ არის. არც ის არის საკამათო, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხები ამ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ სად, თუ არა აქ უნდა იყოს ერთიანობა. სამწუხაროდ, ყოველი ეს წამოწყება თითქოს ერთიანობის, მათ შორის, რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც, ორ წუთზე მეტს ვერ ძლებს,  ეს ერთსულოვნების ყალბი ნარატივია ზოგიერთ ჩვენ კოლეგაში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ბიუროს სხდომაზე. მისივე შეფასებით, საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილებები საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე არ ააწყონ. „თქვენ გსურთ, რომ თქვენს კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენოთ უკრაინის ელჩის თანდასწრებით. ამის საშუალებას არ მოგცემთ. ჯერ რეგლამენტში გაერკვიეთ – როგორც რიგგარეშე სხდომაზე გქონდათ გაურკვეველი ფორმატები მოთხოვნილი, ახლაც ასე ითხოვთ გაუგებარ ფორმატებს. თქვენი საქციელი და ზურგის შექცევა, რომელსაც თქვენ აკეთებთ, არ ვიცი რა კოლეგიალობაში შედის საერთოდ. თუ ამის დემონსტრირება სურს ზოგიერთ კოლეგას ხვალ, პლენარულ სხდომაზე, ვურჩევ დაფიქრდნენ, ვინაიდან ნამდვილად არ იმსახურებს ამას უკრაინელი ხალხი. ასეთი ქცევა საქართველოს პარლამენტში მათ ხვალ არ უნდა ნახონ. სამწუხაროა, აქედანვე ჩანს, რა საქციელსაც ვიხილავთ ხვალ, სავარაუდოდ, ოპოზიციის ნაწილისგან საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ახლა ბუნკერებში არიან, იბრძვიან, ყოველდღე კარგავენ ახლობლებს. როცა საუბრობთ საქართველოსთან დაკავშირებით და საქართველოს უსაფრთხოების საკითხების გადაბმაზე უკრაინასთან, ცოტა მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს ყველამ ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, პარლამენტის წევრებმა, რომ ბრძნულად მიიღონ გადაწყვეტილებები და ყველაფერი არ ჰქონდეთ აწყობილი ყოველდღიურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ბოლო დღეებში აგორებულია ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანია. „სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები ჩუმად არიან. რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა საქართველოში რომ მუშაობს, ეს გასაგებია და ამას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ სხვა ტიპის დეზინფორმაცია, როდესაც ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხელისუფლებას, ეს არის სწორედ პირველი ნიშანი იმისა, რომ გინდათ მოარყიოთ სახელმწიფო. ამიტომ, სამწუხაროა, რომ დისკრედიტაციაში მონაწილეობენ მათ შორის, ჩვენი კოლეგებიც. სოლიდარობა საქმით არის მნიშვნელოვანი და ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ამიტომაც შევხვდი უკრაინის ელჩს, ვისაუბრეთ საჭიროებებზე და ამ საჭიროებებზე დაყრდნობით,  ყველანაირი დახმარება გავუწიეთ, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც წუხელ გაიგზავნა უკრაინაში, ასევე, უკრაინელი მოქალაქეების განთავსება საქართველოში.  ყველაზე მთავარი რაც შეიძლება ახლა  უკრაინელი დებისთვის და ძმებისთვის გავაკეთოთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ფორუმებზე.  წინა კვირას მრავალი ფორუმი და პლატფორმა გაიმართა და ოპოზიციამ არსად არ მიიღო მონაწილეობა, მხარდასაჭერად ხმაც არ ამოუღიათ. ამის ნაცვლად არის ხმამაღალი საუბარი ტელევიზიით, მედიით და სოციალური მედიით.  ჩვენ, როგორც უმრავლესობას და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს,  გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ საქმე იყოს წინ წამოწეული და რაც შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი მსჯელობების შესაძლებლობაც კი, სადაც პარლამენტის სახეს ვაჩვენებთ ასეთს, რომ არის კამათი ისეთ საკითხებზე, რომელიც საკამათო არ არის. არ არის საკამათო ჩვენი სოლიდარობა, არ არის საკამათო ის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოების საკითხები ამ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ სად, თუ არა აქ უნდა იყოს ერთიანობა და სამწუხაროდ, ყოველი ეს წამოწყება თითქოს ერთიანობის, მათ შორის, რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც, ორ წუთზე მეტს ვერ ძლებს ეს ერთსულოვნების ყალბი ნარატივი ზოგიერთ ჩვენ კოლეგაში, მათ შორის, მათში, ვინც ახლა ზურგის  შექცევით დატოვა ჩვენი დარბაზი. ყველას მოგიწოდებთ, რომ ვიყოთ ძალიან მტკიცე და ამავე დროს ძალიან მშვიდი. როდესაც ვუყურებთ უკრაინელ ხალხს, ეს არის სიმტკიცე და ეს არის სიმშვიდე. ჩვენც ეს სიმტკიცე და სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    მეტი
  • პოლიტიკაPhoto of შალვა ნათელაშვილი: ხომ ნახეთ, როგორ ეშინიათ ჩემი, ერთი დეპუტატის

    შალვა ნათელაშვილი: ხომ ნახეთ, როგორ ეშინიათ ჩემი, ერთი დეპუტატის

    პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის დეპუტატ შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეს. შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი აღნიშნულ…

    მეტი
  • პოლიტიკაPhoto of შალვა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს: ასეთ იურისპონდენციას გასწავლიდნენ გერმანიაში?

    შალვა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს: ასეთ იურისპონდენციას გასწავლიდნენ გერმანიაში?

    ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა: ,,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ძალიან ვწუხვარ, რომ, ჩემი თითქმის…

    მეტი
  • პოლიტიკაPhoto of ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს ბოიკოტს აღარ უცხადებს

    ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს ბოიკოტს აღარ უცხადებს

    ნაცმოძრაობა ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში საქმიანობას ხელისუფლების ცვლილების ერთიანი სტრატეგიის ნაწილად განიხილავს. დღეს, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას”…

    მეტი
  • პოლიტიკაPhoto of რა მოტივით შეიძლება, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში არ შეუშვან

    რა მოტივით შეიძლება, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში არ შეუშვან

    თუ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა…

    მეტი
  • საზოგადოებაPhoto of ,,საარჩევნო ხმის უფლება უნდა იყოს სერთიფიცირებული და სერთიფიკატი მიიღებოდეს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ!”

    ,,საარჩევნო ხმის უფლება უნდა იყოს სერთიფიცირებული და სერთიფიკატი მიიღებოდეს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ!”

    ,,აცრა და პანდემია იქეთ იყოს და აუცილებლად მიმაჩნია ქვეყანაში საარჩევნო ხმის უფლება იყოს სერთიფიცირებული და ეს სერთიფიკატი მიიღებოდეს შესაბამისი გამოცდის…

    მეტი
  • საზოგადოებაPhoto of ,,ნამუსგარეცხილ სერგეენკოს ვეკითხები: ფული,კიტრ-პომიდორი, სოცშეღავათები არ დაგირიგებიათ საარჩევნოდ და ამას გაბრალებთ?”

    ,,ნამუსგარეცხილ სერგეენკოს ვეკითხები: ფული,კიტრ-პომიდორი, სოცშეღავათები არ დაგირიგებიათ საარჩევნოდ და ამას გაბრალებთ?”

    ,,ნამუსგარეცხილ სერგეენკოს ვეკითხები—ფული,კიტრ–პომიდორი, სოც შეღავათები არ დაგირიგებიათ საარჩევნოდ და ამას გაბრალებთ? იქნებ ისიც გაიხსენო ჯანდაცვის მინისტრობისას მილიონობით დოლარის ამერიკული ც…

    მეტი
  • პოლიტიკაPhoto of ,,ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და “გარე პერიმეტრზეც”

    ,,ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და “გარე პერიმეტრზეც”

    ნაციონალურმა მოძრაობამ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი. ყველაზე უარესი არის ის მდგომარეობა( ანუ ბოიკოტი), რომელშიაც…

    მეტი
Back to top button
Close