მსოფლიო

ასე ეხმაურება უცხოური პრესა თბილისის სპეცოპერაციას

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებდა. ერთ-ერთმა პირველმა ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ არაბული ტელეკომპანიია „ალ-ჯაზირას“ ონლაინ გამოცემამ გაავრცელა.

“მესამე სართულზე მდებარე ეჭვმიტანილების ბინის რკინის კარის გაღება ოპერაციის დაწყებიდან 20 საათის შემდეგაც ვერ მოხერხდა“, – იუწყებოდა „ალ-ჯაზირა“ ოპერაციის მიმდინარეობისას. მოგვიანებით კი ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ოპერაციის გაჭიანურებამ მთავრობის მისამართით ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციას განსაკუთრებული ყურადღებით აშუქებს რუსული მედია.

სპეცოპერაციას ვრცელი მასალით BBC-იც ეხმაურება. გამოცემის ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ძალებმა “ტერორისტული ჯგუფი” ალყაში მოაქციეს. სპეცოპერაცია კი, 20 საათის შემდეგ დასრულდა. როგორც BBC წერს, შენობის შიგნით, პანკისის ხეობიდან ჩამოსული ჩეჩნები იმყოფებოდნენ, რომლებიც ამ რეგიონში დიდი რაოდენობით ცხოვრებენ. გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფის რამდენიმე წევრი სირიაში ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრია.

​BBC-ის ინფორმაციით, ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოში ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ტერორისტული აქტი არ მომხდარა.

​სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი მათგანი ლიკვიდირებულია.

ინტერნეტ-გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ წერს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში გამაგრებულ პირებთან მოსალაპარაკებლად ქართველმა სამართალდამცავებმა „კავკასიის ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელი უმარ იდიგოვი მიიყვანეს.
„კავკაზსკი უზელის“ ცნობით, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სპეცოპერაციის ადგილზე სროლა განახლდა.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, საქართველოს უახლეს ისტორიაში მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები არ მომხდარა, გავრცელებული ინფორმაციით, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს 50-მდე მოქალაქე იბრძვის, ჩატარებულ სპეცოპერაცია გაშუქდა ისეთ ცნობილ მედიასაშუალებებში როგორიცაა ფრანგული გამოცემა „ლე მონდე“, იტალიური სააგენტო „ანსა“, ჩინური „სინჰუა“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close