საზოგადოება
“დანარჩენები ახოვანები არიან და იცოდნენ, ხელით ვერ მოერეოდნენ”_ვერაზე მოკლული მოზარდის მამა (ვიდეო)
ვერაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს, თუმცა ვარაუდობს, რომ მკვლელობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. ამ საკითხზე კომენტარი მან ტელეკომპანია “მაესტროს” მისცა.
“თავიდან ბოლომდე ვენდობი გამოძიებას. შესაძლებელია ეს ორი პირი იყო… უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია, ორმა მოზარდმა მიაყენოს ამდენი ჭრილობა. იარაღი იმიტომ ჰქონდათ წამოღებული, რომ ალბათ იცოდნენ ჩემი შვილიც იქნებოდა, დანარჩენებიც ახოვანები არიან და იცოდნენ, ხელით ვერ მოერეოდნენ” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
https://youtu.be/2TP0iDLaL2A