საზოგადოება

გაოცდებით როცა ნახავთ, ვინ აწერს ხელს ოთო აბესაძის გათავისუფლების პეტიციას

როგორც ჩანს, ოცნების ყოფილი ფავორიტი ახალგაზრდის, მერიის ყოფილი თანამშრომლის, პატიმარ ოთარ აბესაძის გასათავისუფლებლად პეტიცია მზადდება და მას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელს ნაციონალები აწერენ. ასე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყველაფერს უნდა ველოდოთ.

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი მეგი გოცირიძე აცხადებს:

,,ეს წუთია, რაც ოთო აბესაძის გირაოთი გათავისუფლების პეტიციას ხელი მოვაწერე ! უდიდესი უსამართლობაა ასე ადამიანის გაწირვა! რასაკვირველია, მან ქრთამი აიღო და პასუხიც უნდა აგოს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ნარმანია დაისჯება, რომელიც კორუფციაში იხრჩობოდა და სინდისის ქეჯნაც კი არ აწუხებს, ისე გადაინაცვლა ახალ ქერის ორმოში…. ოთო აბესაძე კი ბოდიშებს იხდის, დამთავრდა როგორც მომავალი პოლიტიკოსი და კვდება სირცხვილით, ფსიქოლოგიურად დაავადდა……… საერთოდ არ მაინტერესებს ქოცი და ნაცი, როცა საქმე უსამართლობას და შერჩევით სამართალს ეხება. თავისუფლება ოთოს! ან ყველა დააპატიმრონ ან არავინ!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close