საზოგადოება

,,ათასობით დოლარი მაქვს სესხებში ზედმეტად გადახდილი ბანკებისთვის და მაინც ვერ დაძღნენ”

მწერალ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილმა, ნათია ფანჯიკიძემ გუშინ, დედასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც პენსიონერებთან დაკავშირებულ პრობლემას შეეხებოდა. როგორც ჩანს, აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ პირველ არხზე, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, მაგრამ უარი თქვა.

,,რომ ვიცოდე, რომ შოუს იქით წავა ჩემი გადაცემაში მონაწილეობა, შედეგისთვის მპატიჟებენ, აუცილებლად წავიდოდი, მაგრამ მათი გადაცემის “გადასახალისებლად” ერთჯერადად ყაყანისთვის რომ უნდა წავიდე, შეურაცხმყოფს, თანაც სად, ბრეჟნევის ტელევიზიაში, პირველ არხზე” _ აცხადებს ნათია ფანჯიკიძე.

მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს პენსიონერების პრობლემებზე, ასევე საინტერესო და სხვა პრობლემებთან დაკავშირებული კომენტარები მოჰყვა:

,,ამ წუთას ლიბერთი ბანკიდან დამირეკეს და სესხი შემომთავაზეს 10000 ლარამდე. პროცენტი რამდენია მეთქი მაშინვე შევეკითხე, 46%-იო. კარგად ბრძანდებოდეთ მეთქი და გავუთიშე ტელეფონი. ვივუს.ჯე ყოველდღე მიგზავნის სმს-ს სესხი წლიურ 99. 4 %-ში. ბანკები, დარწმუნებული ვარ პარლამენტარებს და მთავრობის წევრებს, ამჟამინდელსაც და ყოფილსაც სესხებს 0 ან 1-2%-ში აძლევენ. ჩვენი დარდი რომც ჰქონდეთ, ვერაფერსაც მოახერხებენ. ათასობით დოლარი მაქვს სესხებში ზედმეტად გადახდილი ბანკებისთვის და მაინც ვერ დაძღნენ, პროცენტს არ მიკლებენ. კურსის გაუფასურების სხვაობას მხოლოდ ჩვენ ვიხდით, ვისაც სესხი გვაქვს გამოტანილი”.

,,გასაბრაზებელი და გამაოგნებელი კანონი აქვს ჩვენს მთავრობას პენსიონერებისთვის. მამა 1 თვე რეანიმაციაში მეწვინა და არ მომცეს მისი კუთვნილი, მიზერული 180 ლარიანი პენსია, ვერაო, ღმერთმა კარგად ამყოფოსო და თუ არადა, რომ რამე დაემართება, მერე მოგცემთო. როცა ,,რამე” დაემართა, პრინციპის გამო მივაკითხე და ერთი თვის გეკუთვნის, ნახევარი თვის არ მომცეს…. 180 ლარი უშველის ან ავადმყოფს ან მიცვალებულს? სამარცხვინო მთავრობა გვყავს”.

,,აი კანონი, ადამ კუკუს დროინდელი. მას მერე რამდენი ბებო და ბაბუ დავმარხეთ ქვეყანამ სრულ მარტოობასა და უმწეობაში ჩავარდნილი, ვინ იცის. მოქალაქე ამას სანამ პირადად არ შეეჩეხება, ვერ აღიქვამს, არ იცის რა როგორაა, მაგრამ ეს ამხელა პარლამენტი, რომელსაც არასდროს პენსია არ შეუწყდება, თანაც არა ჩვეულებრივ მოკვდავთა მსგავსი ოდენობის, რისთვის დადის სამსახურში?

,, ზუსტად იგივე დამემართა. დედას თან ალცჰაიმერი აქვს და სასამართლომ უნდა მომცეს უფლება თანამდგომობა რომ გავუწიო. ისე, თურმე შვილი რომ ვარ ვერ დავამტკიცებ. ახლა ნასამართლეობაზე და ნარკოტესტზე მომიწევს ცნობების აღება. თუ ცუდი გოგო არ აღმოვჩნდი, დედას მანდობენ ალბათ, თუ არა, ნეტა რა უნდა უყონ, ეგ თუ იციან?”.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close