საზოგადოება

SOS! მოსკოვში მყოფი საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში მყოფი ქართველი, რომელიც არის ავად, ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და ის ითხოვს დახმარებას.

,,იქნებ გაავრცელოთ – საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს; ბადრი ფიფია ზაურის-ძე, დაბადებული 1971 წლის 14 იანვარს – ქალაქ ზუგდიდში, რუსეთში 2001 წლიდან ცხოვრობს, ამჟამად ბადრი ფიფია არის ავად (აქვს ტუბერკულოზის მძიმე ფორმა) და საავადმყოფოშიც არ გადაჰყავთ, რადგანაც უკვე არაერთი კვირაა ის საემიგრაციოში ჰყავთ გამოკეტილი, (მოსკოვში). ქართული მხარე კი არაერთი მიმართვის მიუხედავად რეაგირებას არ ახდენს.

ბადრი ფიფიას საქართველოში სურს დაბრუნება და ვინაიდან ბოლო წლებში, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ერთობ გართულებული ურთიერთობების გამო, ჩვენს ქვეყნებს არ აქვთ სრულყოფილი დიპლომატიური კავშირი, აღნიშნული მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.”

ამ შინაარსის წერილის მიღებისთანავე, ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება დავიწყეთ. euronews.ge-მ სანდო წყაროებისგან გაიგო, რომ ბადრი ფიფია, მართლაც იმყოფება მოსკოვში და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას, შესაბამისად ჩვენმა რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს გზავნილი გაეტირაჟებინა. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შესაბამისი არხების მეშვეობით, დაიწყებს ამ ისტორიის გარკვევას და მისცემს მოქალაქე ფიფიას იმის უფლებას, რომ სამშობლოში დაბრუნდეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close