
ფბ-ზე ვრცელდება ერთ-ერთი ემიგრანტის პოსტი, ფოტოებით, რომელიც უცხოეთში წასულ ქართველებს მიმართავს და ეუბნებათ, ნარკომანიის ჭაობში ნუ ხვდებითო.
,,ნამდვილად არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ აი, რა ხდება ბრუკლინში. ამ დილის სიტუაცია არის ეგ და ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ხალხნო, როგორ რთულ გზას გადიხართ აქ რომ ჩამოხვიდეთ და მერე ეგრე იკლავთ თავს. რის გამო?????? სიკვდილი თუ გინდათ, დარჩით სადაც ხართ.
ვინმე არ გამოხტეს და არ დამიწყოს აქ პროფესორობა. ხალხნო, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. უფრო მეტად შეიყვარეთ საკუთარი თავები. ღმერთმა ყველას გაუნათოს გონება და სწორი გზით ატაროს…”