საზოგადოება

მანანა ვაზაგაშვილი: იხილეთ სისხლიანი ორდენი…

გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიციელის, გიორგი ცააძის ღირსების ორდენის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,2006 წლის 2 მაისს ორი ახალგაზრდის, ჩემი ძმისშვილის, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის ქუჩაში ჩახოცვისთვის ამ აქტის შემსრუბლებმა ჯილდოები და პრემიები მიიღეს, რომელთა ახლობლები ურცხვად აქვეყნებენ თავიანთი მკვლელი ნათესავების ,,მედლებს”…

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2 მაისის მკვლელობაში უამრავი პოლიციელი და სამოქალაქო პირი მონაწილეობდა, რომელსაც წინა ხელისუფლებამ წარმატებული სპეცოპერაცია უწოდა…

12 წელი გავიდა მას შემდეგ. სიცოცხლის ბოლო ცხრა წელიც ჩემმა ძმამ შვილს შეალია, მან კარგად იცოდა საკუთარი შვილის უდანაშაულობის შესახებ და ამიტომაც არ გაჩერდა, ამიტომაც ეზედმეტებოდათ მისი სიცოცხლეც, ვინმეს თუ შეუძლია ამ ტკივილის გათავისება, გაიგებს, რა განცდაა ეს ჩვენთვის, რა გადაიტანა ჩვენმა ოჯახმა! ქვემოთ იხილეთ სისხლიანი ორდენი!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close