საზოგადოება

,,20 წელი არ ვყოფილვართ პარლამენტში, მაგრამ ,,თბილი სავარძლების” გამო არ გაგვიყიდია ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები”

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ უკვე 20 წელია მე-3 ხელისუფლების პირობებში, არჩევნების გაყალბების გამო, ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი არ ყოფილა პარლამენტში, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც ბრძოლა შეგვიჩერებია, არც უკან დაგვიხევია და “თბილი სავარძლების” გამო არ გაგვიყიდია ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები. დღესაც, როდესაც საფრთხის წინაშეა ჩვენი თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და მომავალი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, შალვა ნათელაშვილმა უარი თქვა პარლამენტის წევრის სტატუსზე, პრივილიგიებზე, ხელფასზე და სხვა სიკეთეზე და ჩვეული შემართებით საკუთარ ხალხთან ერთად აგრძელებს ბრძოლას ოლიგარქის წინააღმდეგ.

Related Articles

Back to top button
Close