საზოგადოება

,,ახლა გადაგვარჩინა ხანმოკლეობამ. გაგრძელების შემთხვევაში, ნგრევა გარანტირებულია”

,,ცოტა ხანს დაანებეთ თავი სასახლეებში ევრო-რემონტების კეთებას და იფიქრეთ ხალხზე"

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

ორი წელია პოსტს პოსტზე ვწერ,რომ ჯავახეთში გახშირებული რყევები განმუხტვა კი არაა, დამუხტვაა და გველოდება სერიოზული მიწისძვრა, რისთვისაც მინიმუმ თანხები მაინც უნდა ჩაედოთ ბიუჯეტში ავარიული საცხოვრებელი ბინების შესამაგრებლად ან ხალხის სხვაგან გადასაყვანად, განსაკუთრებით თბილისში. ახლა გადაგვარჩინა ხანმოკლეობამ. გაგრძელების შემთხვევაში, ნგრევა გარანტირებულია. ცოტა ხანს დაანებეთ თავი სასახლეებში ევრო–რემონტს და იფიქრეთ ხალხზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საღამოს,22:25 საათზე, საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და მისმა სიმძლავრემ 5.8 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ძლიერი რყევა იგრძნობოდა თბილისსა და ბათუმშიც.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close