,,ვირუსს, რომლის დამარცხების გზა მსოფლიომ ვერ დაადგინა, შიშველი ხელებით და არაპროფესიონალი კადრებით ველოდებით”
ქეთი უტიაშვილი, ადვოკატი:
_ ტრამპის ბრძანებით ( და არა მარტო) ჩინეთიდან ჩასულები, აეროპორტშივე მკაცრად მოწმდებიან!
ჩვენ რატომ ვართ ასე მშვიდად, რატომ არ ხდება შემოწმება??? რატომ განვათავსეთ საინფორმაციო ბანერები, თუ შემოვიდნენ სად და ვის მიმართონ?! რაიმე იმაზე მეტი ვიცით და/ან შეგვიძლია, რაც მთელ მსოფლიოს არ შეუძლია ? ჯერ კიდევ გუშინ ,,ბ” ტიპის ვირუსით ( დარწმუნებული ვარ იგივე ამერიკაში ამ საწყალ გოგოს გადარჩენდნენ) 22 წლის გოგონა გარდაიცვალა , დაობლდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ვირუსს, რომლის დამარცხების გზა ჯერ მსოფლიომ ვერ დაადგინა, უბრალოდ ველოდებით ( შიშველი ხელებით და არაპროფესიონალი კადრებით, რომლებიც წამალს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობოს გამო დისტრიბუტორის საუკეთესო შეთავაზების გათვალისწინებით გინიშნავენ …) ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ საკუთარი ხალხის გადასარჩენდ! პრევენცია არის პრევენცია და უკვე გავრჩელებულ ვირუსს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება! საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი,საქართველოს პარლამენტი დაფიქრდით, ვირუსმა არ იცის გარჩევა ვინ ვისი შვილია! იმოქმედეთ ვიდრე გვიანი არაა!
პ.ს. თქვენი რეკომენდაცია: ( 1. მოვარიდოთ თავი ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომელთაც მწვავე რესპირაციული ინფექცია აქვთ;
-ხელები ხშირად დავიბანოთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი დაავადებულ ადამიანთან გვაქვს კონტაქტი;
– მოვერიდოთ ახლო კონტაქტს დაავადებულ ცხოველებთან;
-სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად დავიცვათ ხველის ეტიკეტი (ხველებისა და ცემინებისას გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცი, დავიცვათ დისტანცია) ამ ვირუსის საშველი რომ იყოს, მსოფლიოს ყველა წამყვანი კლინიკა მას სასიკვდილოს არ უწოდებდა.
!#პაატაიმნაძეცეცხლსეთამშები!#ვირუსიარარჩევსვინვისიშვილია!#ხალხოფბპროტესტისასაცილოა! #ყველაერთადჩვენიშვილებისთვის! #პოლიტიკისდროარააა!