პოლიტიკა

გიორგი აბაშიშვილი – მაიკ პენსის ვიზიტი ოკუპანტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი ოკუპანტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. აბაშიშვილის განმარტებით, „იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს, ეს არის მესიჯი ოკუპანტებისთვის, რომ ის ქმედებები და პოლიტიკა, რომელსაც ისინი სუვერენული ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებენ, მათ არასოდეს არ შერჩებათ. 

„სწორედ ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი „ღირსეული პარტნიორი – 2017“-ის ფარგლებში, ქართველ და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავენ, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობას გაესმევა, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ეს ვიზიტი მთლიანობაში, ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

1tv.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close