პოლიტიკა
,,ჩემი ოთხწლიანი მერობის პერიოდში 170-ზე მეტი მიღების დღე მქონდა და საშუალოდ, 900-ზე მეტ მოქალაქეს შევხვდი”
,,განსაკუთრებით გიმძიმებს სულს ხანდაზმული, ჯანმრთელობა მორყეული ადამიანების პრობლემების მოსმენა/გათავისება…"

სიღნაღის მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი ქიზიყის ამ ისტორიული მუნიციპალიტეტის მერია. მისი მერობის პერიოდში სიღნაღში არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა. რაც მთავარია, სიღნაღმა კიდევ ერთი სტატუსი მოიპოვა- ის ფესტივალების ქალაქად იქცა.
4 წლის განმავლობაში სიღნაღში განხორციელებული ღონისძიებების ნუსხას აუცილებლად გაგაცნობთ. ამჯერად, სიღნაღის მერობის კანდიდატის მიერ, მოქალაქეების პრობლემების მიმართ გულისხმიერ დამოკიდებულებას გავუსვამთ ხაზს.
,,ჩემი ოთხწლიანი მერობის პერიოდში 170-ზე მეტი მიღების დღე გავმართე და საშუალოდ 900-ზე მეტ მოქალაქეს შევხვდი, განსხვავებული პრობლემებით და თხოვნა/დახმარების სურვილებით…
განსაკუთრებით გიმძიმებს სულს ხანდაზმულ, ჯანმრთელობა მორყეული, ადამიანების პრობლემების მოსმენა/გათავისება….უსმენ და ფიქრობ, რამ მიიყვანა ესა თუ ის, ქალი თუ კაცი, ამ გასაჭირამდე…
ჩემო ძვირფასებო !!! თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გასაჭირი ( არა განსაცდელი ! ) იწყება უიმედობისგან, სასოწარკვეთილებისგან, რაც პირდაპირ პროპორციულია ქრისტეს რწმენისგან დისტანცირებისა…
მთელი ძალებით,
მთელი გონებით,
მთელი გულით
იესო ქრისტესკენ სვლაა სასოების (იმედის) მომცემი, რასაც მოსდევს შვება სულისა და სიმრთელე ხორცისა !!!



იმედი მხოლოდ ღმერთთან სიახლოვით ძლიერდება!!!
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და მწყალობელი!!!”- აცხადებს მალხაზ ბეგიაშვილი.