
ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი, ქართულ სუფრაზე ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს.
.
„თუ სადმე სუფრასთან ვარ, ვეძებ, სად არის ჯონჯოლი. ყველა მეუბნება, ხორცი ჭამე, მაგრამ ხორცის ჭამამდე ჯონჯოლს ვჭამ. სასარგებლოა, გემრიელია. ხორცის ჭამამდე ფერმენტირებული ნებისმიერი ბოსტნეული უნდა ჭამო“, – ამბობს არუნ ხათრი.
მისივე განმარტებით, ჯონჯოლზე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ის მცირე რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს.
არუნ ხათრი ასევე საუბრობს ფერმენტირებული პროდუქტების მნიშვნელობაზე ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიებისთვის.
ჯონჯოლი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სუფრებზე და ხორცეულთან ერთად ხშირად მიირთმევენ.




