სხვა

„დედას ქუჩაში გასვლა აღარ უნდოდა“

მარინა კახიანი ასაკის მატებასა და შიშებზე

მარინა კახიანი ასაკის მატებაზე გულწრფელად საუბრობს და აღიარებს, რომ ამ პროცესს შიში ახლავს. მსახიობისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა დედის გამოცდილება, რომელმაც გარკვეულ ასაკში ქუჩაში გასვლის სურვილიც კი დაკარგა, რადგან გრძნობდა, რომ ადამიანები მის გარეგნობას ისე აღარ ამჩნევდნენ, როგორც ადრე.

.

-იყო პერიოდი, როდესაც ვამბობდი, რომ ასაკის მატება არ მაშინებს, მაგრამ ახლა ეს ალბათ ტყუილი იქნება – ამ პროცესს გარკვეული შიში, რა თქმა უნდა, თან ახლავს.

დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო და საკმაოდ სოლიდურ ასაკამდე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. თუმცა გარკვეულ პერიოდში ქუჩაში გასვლა აღარ უნდოდა. ერთ მშვენიერ დღეს თქვა, რომ ქუჩაში გავლისას ყურადღება ნაკლებად მიაქციეს, რაც მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.

რაც შეეხება ჩემს შეფასებას, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სასიამოვნოა კომპლიმენტი, როგორც მსახიობისთვის, ვიდრე როგორც ქალისთვის – ამაში სრულიად გულწრფელი ვარ, – ამბობს მარინა კახიანი.

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვები“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close