სხვა

„ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ“

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მისი ოჯახის მწუხარება გაიზიარეს

თბილისის მერს, კახა კალაძეს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. მან ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც მისი ოჯახის მწუხარება გაიზიარა.

.

-მინდა მადლობა გადაგიხადოთ… რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა და უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა, გაიზიარა ჩემი ოჯახის ტკივილი.

შეიძლება ვერ მოვახერხე და ბევრს ვერ ვუპასუხე, ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო. დედის სიყვარული ყველამ იცით, ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვიცი, ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო დედა.და მინდა ყველას გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, როგორც ჩემი, ასევე ჩემი ოჯახის სახელით, – თქვა კახა კალაძემ მიმართვაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close