სამართალი და კრიმინალი

„და­პი­რის­პი­რე­ბა თურ­მე სა­დღეგ­რძე­ლოს მოჰყ­ვა“

17 წლის დავით ნარიმანიძეს ჭრილობები ყელის არეშიც ჰქონდა მიყენებული - არასრულწლოვანი ბიჭის მკვლელობის საქმის დეტალები

წუ­ხელ თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და ახლა არ­კვე­ვენ ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს.

.

მოკ­ლუ­ლია 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას თა­ნა­ტოლ­მა და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა გამ­თე­ნი­ას ქუ­ჩა­ში მოკ­ლუ­ლი ნა­ხეს. ბრალ­დე­ბუ­ლიც არას­რულ­წლო­ვა­ნია .და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ის პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

რო­გორც „კვი­რის პა­ლიტ­რა“ წერს, გუ­შინ სა­ღა­მოს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ლოტ­კინ­ზე, ერთ-ერთ „დრა­ივ­ზე” იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და იქ მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. ამ­ბო­ბენ, რომ ად­გილ­ზე ათამ­დე ახალ­გაზ­რდა იმ­ყო­ფე­ბო­და. და­პი­რის­პი­რე­ბა თურ­მე სა­დღეგ­რძე­ლოს მოყ­ვა, რის გა­მოც და­თუ­ნას ასე სა­დის­ტუ­რად გა­უს­წორ­და თა­ნა­ტო­ლი. არას­რულ­წლო­ვანს და­ნით ჭრი­ლო­ბე­ბი ყე­ლის არე­შიც ჰქო­ნია მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რა­მაც სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია.

„უჩხუ­ბი­ათ რა­ღაც სა­დღეგ­რძე­ლოს გამო, შენ ფეხ­ზე რა­ტომ არ ადე­ქიო და და­უ­წყია ჩხუ­ბი, მერე დაჭ­რა და­ნით და გა­იქ­ცა. და­ნარ­ჩე­ნე­ბიც გა­იქ­ცნენ იქი­და­ნო, ასე ამ­ბო­ბენ. და­ნით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს ბავ­შვს, ყე­ლიც გა­მო­უჭ­რია დამ­ნა­შა­ვეს. არ ვიცი, პო­ლი­ცი­ა­ში ვინ და­რე­კა, ფაქ­ტი ის არის, რომ კი­დევ ერთი ოჯა­ხი ასე გამ­წარ­და. შვი­ლი აღარ ჰყავს, ვერც მე­გობ­რებ­მა და­იც­ვეს,” – ამ­ბობს მო­ქა­ლა­ქე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close