„სახლში დაკარგა გონება, სასწრაფომ უგონოდ წაიყვანა“
რას ყვებიან გარდაცვლილი ორსულის ახლობლები

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ადვოკატი თინათინ (თიკო) ბერიაშვილი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მოულოდნელად გარდაიცვალა.
ემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ადვოკატი თინათინ (თიკო) ბერიაშვილი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამბები.ჯი-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დაკარგა გონება, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა.
.
„თიკო საკმაოდ ცნობილი ადვოკატი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი, ძალიან ნიჭიერი. დღე-დღეზე უნდა ემშობიარაო და ამბობენ, თრომბით დაიღუპაო. სახლში დაკარგა გონება, სასწრაფომ უგონოდ წაიყვანა. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ვერც ბავშვები გადაარჩინეს”, – ყვებიან ახლობლები ამბები.ჯი-სთან.
„თავზარდაცემულები ვართ, თიკო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, გადაჰყვა, ტყუპებს ელოდებოდა, დედა და ბავშვები გარდაიცვალნენ. მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. შოკირებულები ვართ მომხდარით.
სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ბედნიერი უნდა ყოფილიყო ეს ლამაზი ოჯახი, არაჩვეულებრივი ულამაზესი გოგო იყო, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, უნდა გაეხარა თავის ლამაზ ოჯახთან ერთად და ეს უბედურება მოხდა. მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, უფროსი შვილი დარჩა უდედოდ. ახლა ტყუპებს ელოდებოდა. სხვას ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ახლობელი.
ამბები.ჯი




