
ბოლნისში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა – დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა.
.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News ge ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა სოფელ კაპანახჩში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაშავებულები ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ადგილობრივი მედია წერს, რომ რამდენიმე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.




