სხვა

„ყველამ სხვანაირად შევხედეთ ცხოვრებას“

რას ყვებიან მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი ოჯახურ ცხოვრებაზე

მომღერალ მარიამ როინიშვილსა და მსახიობ ვახო კანდელაკს „ბასტი ბუბუ“ სტუმრობდა. წყვილმა გადაცემის ფარგლებში პატარა კირაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება შვილის შეძენის შემდეგ:

,

„კირამ სრულიად სხვანაირად დამანახა ცხოვრება, ისეთ დეტალებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც ადრე არ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე უკვე მყავდა. შეიძლება ითქვას, რომ ერეკლესთან ერთად გავიზარდე მეც, მაგრამ კირამ რადიკალურად შემოაბრუნა ჩემი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. ალბათ უფრო მზრუნველი და ყურადღებიანი გავხდი.

ერეკლეს საოცარი დამოკიდებულება აქვს, ძალიან უყვარს უნდა, რომ სულ მოეფეროს. თან კირაც ახლოს არ იკარებს, დისტანციას იჭერს. და-ძმის თვალებში ვხედავ დიდი სიყვარულს და მზრუნველობას.

კირამ ყველას ცხოვრება გაახალისა და გააფერადა. თითქოს ყველამ სხვანაირად შევხედეთ ცხოვრებას” – ამბობს ვახო კანდელაკი.

მარიამმა აღნიშნა, რომ დედობის პროცესში ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ელენე, როცა მეყოლა, მე თვითონაც პატარა ასაკის ვიყავი. ელენესთან ერთად მეც გავიზარდე. კირას კი უკვე ზრდასრული დედა შეხვდა. ბევრად გაწონასწორებული ვარ და თურმე ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ელენეს დროსაც ძალიან კარგად მქონდა გათვითცნობიერებული დედობა, კირამ ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გააორმაგა. კირას გარეშე თითოეული ჩვენგანის ცხოვრება იქნებოდა ძალიან მოსაწყენი.

ელენეს კირას მიმართ თითქოს დედის მსგავსი დამოკიდებულება აქვს. სკოლაში როდესაც არის კირა, ძალიან ენატრება. 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა და საკმაოდ კარგ დობას უწევს ელენე” – ამბობს მარიამ როინიშვილი.

მარაო.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close