სამართალი და კრიმინალი

4 წლის ბავშვის მკვლელი დეიდა აღმოჩნდა

სასტიკი მკვლელობა აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის „გენერალურმა პროკურატურამ”, 4 წლამდე გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით ბავშვის დეიდა დააკავა.

.

გამოძიების ვერსიით, კრისტინა ლახინამ, რომელიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, განზრახ მიაყენა მცირეწლოვანს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო განსაკუთრებული სისასტიკითა და დამცირებით იმ პირის მიმართ, რომელიც აშკარად უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სისხლის სამართლის საქმეს გულრიფშის რაიონის „პროკურატურა“ იძიებს. სოციალური ქსელებიდან გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში სწორედ დეიდამ მიიყვანა.

ექიმებმა გოგონას სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close