სამართალი და კრიმინალი

„გავუქანე და ჩავარტყი…. დანა „რაკოვინაში” ჩავაგდე“

თეკლა გერსამიას ქმრის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯა

ქმრის, ლუკა დარასელიას, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ, მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო.
თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ვერსია ლუკა დარასელიას თვითმკვლელობაა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში, 22 აგ­ვის­ტოს მოხ­და.

„იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი…. დანა წავიღე, „რაკოვინაში” ჩავაგდე, წყალი გადავავლე“, – ამის შესახებ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერი“, 25 წლის თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში აცხადებს.

„მინდოდა ერთი-ერთზე დაგლაპარაკებოდი, ხომ არ ხარ წინააღმდეგი, გავისაუბროთ. ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, მოსიყვარულე შვილის დედა“, – მიმართავს ფარულ ჩანაწერში მას პოლიციელი, რის შემდეგაც გერსამია მომხდარის შესახებ იწყებს საუბარს.

„ჩხუბი დავიწყეთ. ვინტილიატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა… მწვანე დანა მაგიდაზე იდო… სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი. დანა წა­ვი­ღე, „რა­კო­ვი­ნა­ში“ ჩა­ვაგ­დე, წყა­ლი გა­და­ვავ­ლე, ბავ­შვი წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ფან­ჯა­რა­ზე იყო ამძვრა­ლი. ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, [სას­წრა­ფოს] ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე… სა­ა­ვად­მყო­ფო­დან დე­დას­თან წა­ვე­დი, არა­ფე­რი მით­ქვამს, თა­ვი­სით გა­ი­გო… ძა­ლით არ გა­მი­კე­თე­ბია, იმ­დე­ნად ხში­რი იყო შე­უ­რა­ცხყო­ფა… სხვის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, სხვი­სი სახ­ლის გამო გა­ვე­კი­დე“, – აცხა­დებს გერ­სა­მია ჩანაწერში.

ფსი­ქო­ლო­გის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით კი, გერ­სა­მი­ამ მას­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას ეს ფაქ­ტი სხვაგ­ვა­რად თქვა.

მა­თი­აშ­ვი­ლის თქმით, გერ­სა­მი­ამ მას უთხრა, რომ „ლუ­კამ მა­ღა­ზი­ა­ში რა­ღა­ცე­ბი მო­ი­პა­რა და ამა­ზე იჩხუ­ბეს“. გერ­სა­მი­ამ ფსი­ქო­ლოგს უთხრა, რომ მან ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო და როცა ლუკა და­ი­ნა­ხა, ის კის­რი­დან სა­ყე­ლოს იწევ­და, რა დრო­საც დანა და­ი­ნა­ხა, ამო­აცა­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­რე­ცხა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეკ­ლა გერ­სა­მი­ას­თან ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ამბები.ჯი. მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close