საზოგადოება

ბარაქიანი კახეთი ახალი პრიზმით- euronews.ge-ს ტურისტული ფურცელი

ნ&ნ ტური-,,ნელიკო ტური" გთავაზობთ

???? ეს უბრალო ციხე არ გეგონოთ, აქ კახეთის მეფე საკუთარ ფეოდალებს ებრძოდა. მას შემდეგ, ღამით, ხალხი, აქ უცნაურ ხმებს ისმენს…
    დღეს აქ ციხის ნანგრევებია, ოდესღაც კი ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ და სწამდათ, რომ მათ ღმერთი იცავდა.
✅კახეთის 7 უძველესი, ბევრისთვის უცნობი ტაძარი, მისტიკური ადგილები და უცნაური ისტორიები საკათალიკოსო სოფელზე.
.
✅ გარდა ამისა, მოვინახულებთ 2 მუზეუმსა და ,,ედემის“ საოცარ ტბას!
✅ გადავიღებთ ფოტოებს აყვავებულ ატმის ხეივნებში.
                                  ‼️ბიუჯეტური და საინტერესო ტური კახეთში!
     კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლია. ეს სოფელი, მეთერთმეტე საუკუნეში, კახეთ-ჰერეთის ერთ-ერთ საერისთაოს წარმოადგენდა და კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული, პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო.
ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია და ტურის ფარგლებში მოვინახულებთ მეათე-მეთერთმეტე საუკუნის ვეჯინის ციხე-სიმაგრეს და ვეჯინის ამაღლების კომპლექსს- ამაღლების ტაძარს , წმინდა მარიამის ტაძარს და აღდგომის ტაძარს, ორსართულიან, კახეთში შალიკაშვილის ბიძა) ეკვდარს და ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასაფლაოს.
    ასევე მოვილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს. წმინდა გიორგის მეშვიდე საუკუნის ტაძარს, წმინდა ნინოს უძველეს ეკლესიას და აბაშიძეების ოთხსართულიან, მრგვალ კოშკს, რომელსაც ადგილობრივები ,,გურგვალის ციხეს” უწოდებენ. მივეახლებით კვირაცხოვლის სახელობის ძველ ტაძარს.
აუცილებლად გავეცნობით სახელგანთქმული ფიზიოლოგის, ფიზიოლოგიის სკოლის ფუძემდებლის, ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას მის სახლ-მუზეუმში. სოფელ გურჯაანში კი ულამაზესი მსახიობის, ცნობილი ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს დავათვალიერებთ.
ტურის ბოლო აკორდი იქნება ზღაპრული სანახაობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მართლაც ედემის სადარი- ,,ედემის ტბა“.
????ტურს ეყოლება თანამგზავრი- ექიმი-ნატუროპათი (რამდენიმე საინტერესო მიმართულებით), რომელიც პრაქტიკულ, საინტერესო, სასარგებლო და სახალისო რჩევებს გაგვიზიარებს ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ.
✅ტურის თარიღი: 25 აპრილი.
✅ტურის საფასური: 55 ლარი.
საფასურში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გამოცდილი მძღოლი
გამყოლი -გიდის მომსახურეობა
კითხვები ექიმ-ნატუროპათთან
✅საფასურში არ შედის:
კვება (ინდივიდუალურად მიგვაქვს საკვები)
მუზეუმების მოსაკრებელი (ბიუჯეტური)
გასვლა: თბილისი, მეტროსადგური ,,სამგორის“ ზედა მხარე (კახეთის მიმართულება).
✅გასვლის დრო: 6.30 სთ (ტურის დაგვიანებულ მონაწილეებს ველოდებით მხოლოდ 15 წუთი).
იჩქარეთ, ტურის დაჯავშნა დაწყებულია!
☎️დეტალების გასარკვევად დაგვიკავშირდით:
      597 11 12 47 ნელიკო.
ან მოგვწერეთ ფბ გვერდზე- ნელიკო ტური-neliko turi

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close