სხვა

სანამ მისი გული გაჩერდებოდა, ხმამაღლა ვუთხარი“

რას ყვება ლაშა ჟვანია საქართველოს პატრიარქის უკანასკნელ წუთებზე

„ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, ვინც იქ იყო, ყველას თანდასწრებით (ექიმებიც იყვნენ ჩვენთან ერთად) ხმამაღლა ვუთხარი, რომ მას მადლიერებით ვუშვებთ ღვთის წინაშე, საყვედური არ გვაქვს სათქმელი ღმერთთან იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვცა ის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი“, – ამბობს ლაშა ჟვანია საქართველოს პატრიარქის უკანასკნელ წუთებზე.

.

„ჩვენ ვებრძოლეთ ღმერთს, როგორც იაკობი, ვეჭიდავეთ ღმერთს ეს დღეები, ეს წლები და ეს პერიოდი, ვეჭიდავეთ ღმერთს მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ ღვთისადმი დიდი პატივისცემით, ისეთი პატივისცემით, როგორიც გვასწავლა და როგორც გაგვზარდა. ჩვენ ღმერთთან ურთიერთობის ზღვარი არ გადაგვილახავს, მაგრამ ვუთხარით მას, რომ მადლიერებით ვუშვებთ ღმერთთან, არ გვაქვს სამდურავი ღმერთთან და მინდა ვუთხრა ყველას, ვინც დამწუხრებულია, ვისაც ბურთი აქვს ყელში, ვინც ვერ ხედავს მომავლის პერსპექტივას, იმედს და ვინც სვამს კითხვას, რა გვეშველება – ყველაფერი კარგად იქნება – ეს მისი სიტყვებია, მისი შთაგონებაა და რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩვენ არ გვჯეროდა, როცა ის გვეუბნებოდა, რომ წყალი წავა, წამოვა და თავის საგუბარში ჩადგებაო და მართლა ყველაფერი კარგად შემოტრიალებულა. ახლაც ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ინტერპრესნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close