სხვა
საქართველოს პატრიარქი გარდაიცვალა
„ვუსამძიმრებ ყოველ ქართველს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს“

პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა დაადასტურა სამწუხარო ინფორმაცია, რომ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
.
-რამდენიმე წუთის წინ ღვთივ განისვენა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი. მინდა, მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს…- ბრძანა მეუფე შიომ და მთელ ქვეყანასა და საქრისტიანოს მიუსამძიმრა ქართული ეკლესიის საჭეთმყრობელის გარდაცვალება.
პატრიარქი 93 წლის იყო. უწმინდესი ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი 49 წლის განმავლობაში იყო.
თუ სად დაკრძალავენ უწმინდესს, ან სად გაიმართება პანაშვიდები, ამის შესახებ ხვალ დილიდან იქნება ცნობილი.




