„დედაჩემს ცოცხალი ეგონა, მაგრამ… გული გაუსკდა შიშით“
„ბევრი წლის მერე ვიღაც ბიჭი მეუბნება, მე ის ვარ, ვინც ჩააყვინთინა შენს დას, დამნაშავე ვარო...“ - დავით ევგენიძე თავისი ოჯახის ტრაგიკულ დღეს იხსენებს

მუსიკოსი დავით ევგენიძე 18 წლის იყო, როცა მის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა – მასზე 2 წლით უმცროსი და, ლია, ზღვაში დიხრჩო. ის ტრაგიკული დღე მან გადაცემა „პრაიმ შოუში” გაიხსენა:
.
– 18 წლის ვიყავი… იმ წელს ჩავბარე მოსკოვის კონსერვატორიაში და რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი… ეს შემთხვევა წარმოუდგენელი იყო… ამას კიდევ ის მოყვა, რომ ჩემს თავს ვაბრალებდი მთელი ცხოვრება, მაშინ იქ რომ არ ვიყავი… უნდა წამოვსულიყავი წესით წინა დღეს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, რომელ დღესაც მე არ წამოვედი ბათუმიდან… ვიყავით მე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, ყველანი, ჩვენი ბავშვობის მეგობრები… დავრჩით ერთი დღე და დილას წამოვედით…
ქობულეთში დავტოვე ჩემი და დედასთან ერთად და წესით, გრიგოლეთში უნდა წასულიყვნენ, იქ უნდა გამევლო მათთვის… რომ მივედით, ნამტირალები თვალებით დამხვდა ქალბატონი, ვისთანაც სტუმრად უნდა ყოფილიყვნენ და მითხრა, მზემ დაარტყაო შენს დასო და ქობულეთში არიანო. რომ დავბრუნდი, მძღოლი მეკითხება, რამდენი წლის იყოო, წარსულ დროში ახსენ და იქ მივხვდი, რომ და აღარ მყავდა… მაინც ვიჯერებდი, რომ მართლა მზემ დაარტყა…




