სხვა

17 წლით უფროსი ქმარი და დამშვიდობება ბალეტთან

„17 წლის ვიყავი, როცა ერთად აღმოვჩნდით... ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, ბედნიერი ვიყავი“ - ქეთათო ჩარკვიანი

„მე ვიყავი 17 წლის, ირაკლი – 34-ის, ზუსტად ორჯერ ჩემზე დიდი, როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ“, – ყვება მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი და მისი და ირაკლი ჩარკვიანის  ოჯახურ ცხოვრებას იხსენებს:

.

– 16 წლიდან ვიცნობდი, თუმცა 17 წლის ვიყავი, როცა ერთად აღმოვჩნდით… ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი, გარდამტეხი და ყველანაირად ბედნიერი ვიყავი.

თითქოს ეს იყო ადამიანი, რომელსაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ვეძებდი, რომელიც იქნებოდა მეგობარი, საერთო ინტერესებით, საერთო საქმით, სიყვარულით, უგულშემატკივრებდით ერთმანეთს – ეს ყველაფერი ერთად რომ თანხვედრაშია, ძალიან კარგია… ბალერინა ვიყავი და მანამდე მუსიკაზე სულ არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, მუსიკა მიყვარდა, მაინტერესებდა, თან ჩემი თინეიჯერობის დროს ძალიან ბევრი მუსიკალური ტენდენცია იყო, ახალი ჯგუფები, სხვადასხვა კლიპი…

მუსიკა ძალიან გცვლის შინაგანად, იცვლები იმის მიხედვით, რა მუსიკას უსმენ, რა წიგნებს კითხულობ და რა ინფორმაციასაც შეისრუტავს ადამიანი, ის არის მერე… ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და თვითონ მუსიკის კეთების პროცესზეც გავგიჟდი, ისე მომეწონა. მერე თავისთავად მოხდა, რომ რაშიც მეტი ინტერესი მქონდა, იმ სფეროში უფრო შევედი და ბალეტი ნელ-ნელა უკანა პლანზე გადავიდა. ირაკლი სულ მეუბნებოდა, იმღერეო და არ ვაპირებდი სიმღერას, მერე ნელ-ნელა დავიწყე.

ნანკა გვარამიას პოდკასტი „მარტოობის 15 წუთი“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close