„გავიტეხე ცხვირი და მქონდა კეხი“
ნუცა ბუზალაძე ოპერაციასა და საქორწილო გეგმებზე - „ორი ქორწილი და ოთხი კაბა მინდა!“

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს თავის საქმროსთან, პროდიუსერ დარენ პრინცთან ერთად, ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. ამბობს, რომ კეხი ჰქონდა, რომელიც ძალიან აწუხებდა.
.
– 6 წლის ასაკში გავიტეხე ცხვირი და მქონდა კეხი, რაც ძალიან მაწუხებდა, ეკრანზეც, სიმღერის დროსაც რომ ვუყურებდი ჩემს თავს, არ მომწონდა. ეს ოპერაცია იყო ჩემთვის იდეალური და ამიტომ გადავწყვიტე, ეს კეხი მომეშორებინა. ბავშვობაში იდეალური ცხვირი მქონდა, სანამ გავიტეხავდი. მერე რატომღაც ყველაფერი ცხვირში მხვდებოდა… გირჩევდით მსგავს ოპერაციას, სადაც არის მინიმალური დაზიანება თქვენი თავისთვის, თქვენი ორგანიზმისთვის, – ამბობს ნუცა ბუზალაძე ვიდეოში.
ცოტა ხნის წინ მომღერალი საქართველოში იყო და „იმედის დღეში“ თავის სიყვარულსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
– პირველად დამინახა American Idol-ში და თვითონ შემეხმიანა, როგორც აგენტი. მომწერა და ერთ თვეში შევხვდით. რომ გამიცნო, ჩემი ადამიანობა მოეწონა ყველაზე ძალიან და ჩემი ამბავი, რაც მოვუყევი, საიდან დავიწყე და რას მივაღწიე. დააფასა ჩემი ჟინი და მებრძოლი ხასიათი. მისთვის, როგორც აგენტისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო. რომ ინვესტიციას რაშიც ჩადებს, ამან გაამართლოს. მთავარია, რომ ზარმაცი არ იყო. მოეწონა ჩემი ხასიათი და ისიც, რომ თავადაც მორწმუნე ადამიანია. ებრაელია, მაგრამ მორწმუნე ადამიანია და ჩემშიც რომ დაინახა ეს, და გული… მასაც ძალიან კეთილი გული აქვს. ბევრ რაღაცაში თანხვედრა გვქონდა. ამ შეხვედრის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო…
მე მინდა ორი ქორწილი, აქაც და იქაც. იქაც ბევრი მეგობარი გვყავს და იქიდან აქ ყველა ვერ ჩამოვა. აქედან იქ ყველა ვერ წავა. ორი ქორწილი და ოთხი კაბა მინდა.




