ეკონომიკა

რესტორნებისა და სასტუმროების მეპატრონეებს ბანკები კრედიტებს აღარ აძლევენ?_ ,,…მიზანმიმართულად ძირავენ ამ ბიზნესს”

,,პრემიერ გიორგი გახარია-ს მივმართავ, ასე ვერ გავფრინდებით!
ჩემ ძმას და მის მეგობარს, უკვე ბევრი წელია აქვთ წარმატებული ბიზნესი, რომელსაც აფართოებენ და აფართოებენ, ამიტომ დიდი თანხები მისდიოდათ ახალ-ახალი კაფე-ბარ-რესტორნების გახსნაზე და ამუშავებაზე , მაგრამ ტურისტების მომატებული რაოდენობა ანაზღაურებდა… შემდეგ დაიწყო პრობლემები …
ჯერ კორონამდე დაარტყათ ჭავჭავაძის გამზირის სარემონტო სამუშაოებმა, მაგრამ დანარჩენი ობიექტების ხარჯზე კიდევ არ ექმნებოდათ პრობლემა.. ახლა კორონამ გაუჩერა რამდენიმე ობიექტი ძველიც და ახალიც, ამიტომ დასჭირდათ კრედიტი … მაგრამ რატომღაც tbc ბანკი , რომლის კლიენტები არიან უკვე დიდი ხანია და ყიველგვარი პრობლემების გარეშე ჩახურილი აქვთ რამდენიმე კრედიტი, რატომღაც სულ რაღაც 20 000 ლარსაც არ აძლევს…
ეს საბოტაჟი მხოლოდ tbc-ბანკს მიაწეროთ , როგორც წინასაარჩევნო ბოროტება, თუ ყველა ბანკი ასე მოიქცევა? ვინ გაგვცემს პასუხს? და მაშინ რატომ ეხმარებით ბანკებს, პირდაპირ ბიზნესებზე გაეცით სუბსიდიები! გამოვიდეს კომპეტენტური პირი და გაგვცეს პასუხი, რატომ ბედავს ბანკი, გაუსვრელი საკრედიტო ისტორიის მქონე ბიზნესმენებისთვის მცირე კრედიტზეც კი უარის თქმას ?!
კოტე გაბრიჩიძე ნამდვილად არ მოიტყუება, ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ , რა პასუხი მიიღო ბანკიდან!!!

კოტე გაბრიჩიძე

– ამ წუთას მელაპარაკა TBC ბანკის ჩვენი ოფიცერი, რომელსაც გუშინ, უკვე მეათეჯერ ვუთხარით რომ გვინდა 20,000 ლარის კრედიტის აღება იმ ობიექტისთვის რომელსაც TBC- სთან მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს და ამ პერიოდში ოთხი კრედიტი გვაქვს აღებული და უკან დაბრუნებული.
მითხრა, რომ ყველანაირად კარგად დაგახასიათეთო, მაგრამ უბრალოდ, რესტორნებზე და სასტუმროებზე, საერთოდ არანაირი კრედიტი არ გაიცემაო, გუშინ მივიღეთ ხელმძღვანელობისგან რეგულაციაო.
ვეკითხები და მომუშავე რესტორანია თქო და მაინც არ გაიცემა თქო და გამორიცხულიაო. მომუშავეზე ობიექტებზეც იგივე მითითება გვაქვსო.
მემგონი მიზანმიმართულად ძირავენ ამ ბიზნესს” _ წერს მანჩო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close