საზოგადოება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 27,731.2 ათასი ლარით განისაზღვრა

 სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
საზოგადოებას ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მალხაზ სიფრაშვილმა წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 27,731.2 ათასი ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ერთხმად დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
სხდომის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა შეაჯამა 2025 წელი, მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობით მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.
ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილა:
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებლები: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი
3. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის, მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებლები: მალხაზი სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
4. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განსახორციელებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
მომხსენებლები: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
6. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებლები: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ხოსიტაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close