სხვა

გოზინაყის რეცეპტი თამო მეფიშვილისგან

„შეგიძლიათ, გაანაწილოთ ვაფლის ფირფიტაზე, საუკეთესოა!“

კონდიტერი თამო მეფიშვილი თავის გამომწერებს გოზინაყის რეცეპტს უზიარებს:

.

„მოსამზადებლად გამოვიყენე 500 გრ ნიგოზი,

თაფლი 250 გრ,

შაქარი 1ს/კ.

ნიგოზი მოვხალე, თაფლი მივიყვანე ადუღებამდე, თან განუწყვეტლივ ვურევდი, პროცესი გავიმეორე 3-4 ჯერ, ჩავყარე შაქარი მეოთხე წამოდუღებაზე და დაჭრილი ნიგოზი დავამატე. გადმოვიტანე სველ დაფაზე და გავაბრტყელე. რომ გაცივდა, დავჭერი, უგემრიელესია. გოზინაყს რომ მოამზადებთ, შეგიძლიათ,  გაანაწილოთ ვაფლის ფირფიტაზე. საუკეთესოა“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close